The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დევიდ დელ პინო კლინგე

Date of birth:1959  (66 years)
Category:Conductor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ლიმა, პერუ.

დაამთავრა მადრიდის რეალკონსერვატორია(სადირიჟორო).

სადირიჟორო დებიუტი შედგა 17 წლის ასაკში, რის შემდეგაც მიიღო დე ფალიას სტიპენდია სწავლის გასაგრძელებლად; სადირიჟორო ხელოვნების ამაღლების კურსები გაიარა მიუნხენში(გერმანი), ბერგენში(ნორვეგია) და ბოლონიაში(იტალია); მუშაობდა მრავალ ორკესტრთან: ტოსკანინის სახელობის(ემილია-რომანია, იტალია), ბრანდერბურგის(გერმანია), მექსიკის, არგენტინის, პეტერბურგის, ასტრახანის(რუსეთი), კიევის(უკრაინა); 1993-1998წწ. იყო საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; პარალელურად, 1994-2000წწ. არგენტინის ნაციონალური ორკესტრის მთავარი დირიჟორის თანაშემწე, 2000-2006წწ. ჩუილეს, 2008-2010წწ. სანტიაგოს სიმფონიური ორკესტრების დირიჟორი; 2010 წლიდან სანტიაგოს(ჩილე) ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი, არგენტინასა და ჩილეში, პარალელურად ხელოვნების აკადემიებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; თითქმის 30 წლის პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე აღზარდა ლათინოამერიკელი დირიჟორების თაობები; ქართული რეპერტუარი: შ. დავიდოვის კლარნეტის კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად(პირველი შესრულება ბუენოს-აირესში); სხვა რეპერტუარი: მსოფლიო კლასიკა და თანამედროვე მუსიკა; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ავტორებისა და კომპოზიტორებისგან(1998); საქართველოში მოღვაწე ლათინოამერიკელი დირიჟორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 261

Awards and Honors

  • 2010 - ვიქტორ ტევას პრემია
  • 2001 - Domingo de Santa Cruz-ის პრემია, ეროვნულ მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 1999 - მუსიკოს-კრიტიკოსთა საერთაშორისო პრემია
  • 1986 - არტურო ტოსკანინის საერთაშორისო კონკურსი

Share: