The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ კოდანაშვილი

დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1925  (100 წლის)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის I მუსიკალურ სასწავლებელში 1944 წელს(ვოკალის განხრით).

1947 წელს შედგა მისი დებიუტი ჰაჯიბეკოვის ოპერეტაში "არშინ-მალ-ალანი", ამავე წლიდან იყო თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; ქართული რეპერტუარი: ალხო(ლ. აიშვილი "ბაბაჯანას ქოშები"), ნინო(შ. ჯოჯუა "ორი ქალიშვილი"), ელისაბედი, კნეინა ბაბალე(ვ. კურტიდი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), (ა. შავერზაშვილი "აღლუმი"), ევგენია(შ. მილორავა "სამი უფროსის მსახური"), წუნია(რ. ლაღიძე "კომბლე"), სვავი(ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"), ნარგო(გ. ცაბაძე "კურკას ქორწილი"); სხვა რეპერტუარი: ჩიპრა(ი. შტრაუსი "ბოშათა ბარონი"), დარიდა(დ. მოდუნიო "შავი ურჩხული"), მონაზონი ქალი(მილიუტინი "ჩანიტას კოცნა").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 262


გააზიარე: