The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ასათიანი

გელა ასათიანი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:2014  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1950 წელს.

1950 წელს დაინიშნა თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში ინჟიერ - ტექნოლოგად. 1956 წლიდან მუშაობდა "სამტრესტის" მცხეთის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ. 1960 წელს გ. ასათიანი დაინიშნა თბილისის N4 ღვინის ქარხანაში ჩამოსხმის საამქროს უფროსად, 1966 წლიდან იმავე ქარხანაში მთავარი მეღვინეა, ხოლო 1974 წლიდან კი წარმოების უფროსი. 1990 წლიდან ვერეს ქარხნის დირექტორია. 2003 წელს გავიდა პენსიაზე.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.473

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: