The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ვეფხვაძე

ივანე ვეფხვაძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1888
გარდაცვ. თარიღი:13 იანვარი, 1971  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1928 წელს.

შემოქმედების დაწყებით პერიოდში გატაცებული იყო ძველი თბილისის პეიზაჟებით, რომელშიც აშკარად იგრძნობოდა ნატურალიზმის ნიშნები; პირველი ნამუშევრები გამოჩნდა ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაზე. აქედან მოყოლებული იგი რესპუბლიკური გამოფენების მუდმივი მონაწილეა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენში პორტრეტული და ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის განვითარებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია "გენერალ-პოლკოვნიკი კ. ლესელიძე", "სვანეთის მთებში", "სამგორის მშენებლობაზე" და სხვა.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.474; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.-გვ.386-387; vepkhvadze.weebly.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ დამსახურებული ხელოვანი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: