| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ვეფხვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადეის ადგილი: სოფელი ზვარე, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1945–1974წწ. ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრას. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება თეორიული და კლინიკური ქირურგიის და ონკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. იკვლევდა აგრეთვე ავთვისებიანი სიმსივნის ეპიდემიოლოგიისა და სამრეწველო ტრავმატიზმის საკითხებს. 1933 წელს შეადგინა ზოგადი ქირურგიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, რომელიც მის სიცოცხლეში 8-ჯერ გამოიცა. ასევე იყო ავტორი სახელმძღვანელოებისა ონკოლოგიაში:"ავთვისებიანი სიმსივნეები" (1952), "ონკოლოგია" (1967). ცნობილი ონკოლოგი, მეცნიერული ონკოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.474; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.241-242 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

