შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე ასლანიდი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს; მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1958 წელს. ჯერ კიდევ მოწაფეობის წლებში მუშაობდა მუშთაიდის ბაღში საბავშო რკინიგზის მშენებლობაზე - 1935 წელს იყო რკინიგზის პირველი უფროსი; 1945 წლიდან საკავშირო ცენტრალური გაზეთების "პიონერსკაია პრავდასა" და "გუდოკის" სპეციალური კორესპონდენტია კავკასიაში; 1958-1985წწ. გაზეთ "ვეჩერნი ტბილისის" რედაქტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ადმინისტრაციული სამსახურის ინჟინერ–მაიორი (1951). მისი ხსოვნის საპატივცემულოდ თბილისში არის პავლე ასლანიდის ქუჩა. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.475 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |