შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სპირიდონ ვირსალაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1896 წელს. 1898–1909წწ. მუშაობდა პეტერბურგში ი. პავლოვის, ა. ნეჩაევისა და ვლ. ბეხტერევის ხელმძღვანელობით. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც დაინიშნა საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ; 1919 წელს აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის კერძო პათოლოგიის და თერაპიის კათედრის გამგედ და პროფესორად, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას; 1919 წელს შ. მიქელაძესთან ერთად პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალის "ექიმის" რედაქტორი, 1924 წლიდან კი "ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის ბიულეტინის" დირექტორია. იყო პირველი ქართველი თერაპევტი-პროფესორი, ქართული თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ცენტრალური სამალარიო სადგური, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1910), პროფესორი (1919). ღვაწლმოსილმა ექიმმა დაგვიტოვა ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული 70-მდე მეცნიერული ნაშრომი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.476; მამულიშვილთა სავანე ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. -თბ., 1994. - გვ. 152; gluseum.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |