The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ზაალიშვილი

სოსო ზაალიშვილი
ოფიციალური სახელი:იოსებ ზაალიშვილი
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1905
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 1987  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს; საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტი 1931 წელს.

1955 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრებია თბილისში: კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი(1963), რესტორანი "დარიალი" (1967). მონაწილეობდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსებში. პროფესორი(1974); 1965 წელს რუსთაველის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის მიენიჭა რესპუბლიკური კონკურსის I პრემია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.479; ენციკლოპედია "საქართველოს" პორტალი: georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ერთ–ერთი დამაარსებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: