Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგო ზაზიაშვილი![]()
Biographyსპეციალური განათლება არ მიუღია. მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX საუკუნის დამდეგის რეალისტ მხატვრებთან. ქართული რეალისტური ფერწერის წამყვანი მოტივები მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. განიცდიდა გიგო გაბაშვილის გავლენას. მუშაობდა როგორც პორტრეტის, ისე ჟანრული ფერწერის დარგში. შექმნა ქართველი კულტურის მოღვაწეთა პორტრეტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გიორგი ზაზიაშვილის მიერ შესრულებული (ზაქარია ჭიჭინაძე, 1909; იოსებ იმედაშვილი, 1910 და სხვ.). ჟანრული სურათებიდან საინტერესოა "დევრიში" (1911), "ღვინის გამყიდველი" (1912), "ებრაელი" (1919), "მეწისქვილე" (1915) და სხვ. მოხატა ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. გიორგი ზაზიაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო თბილისში, ნიკო–ფიროსმანაშვილის სახლ–მუზეუმში. მისი ყველა ნამუშევარი ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ფერმწერი, თვითნასწავლი მხატვარი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.480; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.300; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |