შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუხუტი ზაქარიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სანგა-ჩალე, აზერბაიჯანი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა 1931 წელს ხონის, 1933–1934წწ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის, 1935–1937წწ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის, 1937–1941წწ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის, 1941–1945წწ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის, 1945–1948წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის, 1948–1953წწ. სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის თეატრებში. 1953 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. ბ. ზაქარიაძე ქართული სამსახიობო ხელოვნების ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. წარმატებით ასრულებდა სახასიათო როლებს. სხვადასხვა თეატრში შექმნა შემდეგი სცენური სახეები: მირზა (კ. კალაძის "ხატიჯე"), კრეონი(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ფრეგატი (ვ. კირშონის "სასამართლო"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მოსე გრძელიძე (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ბახვა ფულავა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ლაითაძე (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), როსტომი (ა. აფხაიძის "არაგველები"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ტერეზია (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") პეტრუზა (ნ. აზიანის "უკანასკნელი მასკარადი"), სოსა (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი") და სხვ., მისი როლები გამოირჩევა სიმართლით, უშუალობით, ტემპერამენტით, ღრმა დამაჯერებლობით. გადაღებულია ფილმებში: "განთავისუფლება" (სტალინი), "ქვევრი" (შვგოგია), "ვერტიკალი" (ბესარიონი), "დათა თუთაშხია" (მედუქნე), "ბებერი მეზურნეები" (სოსა) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.482; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |