შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ზედგენიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს. 1939–1941წწ. იყო სამხედრო საზღვაო სამედიცინო აკადემიის რენტგენოლოგიის აკადემიის უფროსი; 1958–1973წწ. სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1973 წლიდან მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტი. 1958 წლიდან ჟურნალ "მედიცინსკაია რადიოლოგიას" რედაქტორი. დამუშავებული აქვს მაიონიზებელი გამოსხივების ბიოლოგიური მოქმედების, სხივური თერაპიის, ავთვისებიანი სიმსივნეების, ძვლებისა და სახსრების, აგრეთვე კუჭ–ნაწლავის და სხვა დაზიანებათა რენტგენოდიაგნოსტიკის საკითხები და სხვა. რენტგენო–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი სსრკ–ში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.482 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |