The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ზედგენიძე

გიორგი ზედგენიძე
Date of birth:21 February, 1902
Date of death:24 August, 1994  (at 92 years)
Burial location:მოსკოვი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს.

1939–1941 წლებში იყო სამხედრო-საზღვაო სამედიცინო აკადემიის, შემდეგ 1941-1959 წლებში ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო რენტგენოლოგიის კათედრის უფროსი, 1958–1973 წლებში სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია, 1979 წლიდან მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტი. 1958 წლიდან ჟურნალ "მედიცინსკაია რადიოლოგიას" რედაქტორი. დამუშავებული აქვს მაიონიზებელი გამოსხივების ბიოლოგიური მოქმედების, სხივური თერაპიის, ავთვისებიანი სიმსივნეების, ძვლებისა და სახსრების, აგრეთვე კუჭ–ნაწლავის და სხვა დაზიანებათა რენტგენოდიაგნოსტიკის საკითხები და სხვა. უამრავი სამეცნიერო ნაშრომების, სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების ავტორი. რენტგენო–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი სსრკ–ში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.482; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.116

Member of Organizations

  • მსოფლიოს რენტგენოლოგ–რადიოლოგთა ასოციაციის აღმასკომი, წევრი
  • რენტგენოლოგ–რადიოლოგთა საკავშირო საზოგადოება, თავმჯდომარე (1958-)
  • საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხოსლოვაკიისა და ბულგარეთის რენტგენოლოგ–რადიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-)

Bibliography


Share: