The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან გიგაშვილი

ქეთევან გიგაშვილი
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა 1989 წელს.

1989-1992წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის ასპირანტი; 1992-1993წწ. თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის მასწავლებელი, 1993-2005წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 2005 წლიდან ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი; 2007- 2015წწ. ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების უფროსი; 2011 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მეცნიერული ინტერესების სფერო: სოციოლინგვისტიკა, ენის დოკუმენტირება, ენათა კონტაქტები, ბილინგვიზმი, კოდის გადართვა, ქართული ენის ზმნის მორფოლოგია, ტექსტოლოგია, გამოცემის თეორია; არის 3 მონოგრაფიისა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით: ა) პირველად საქართველოში ხორციელდება XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობისა და ქართული ვოდევილის აკადემიური გამოცემები. დღეისათვის გამოცემულია ეპისტოლური მემკვიდრეობის 6 და ვოდევილის 2 ტომი; ბ) მიმდინარეობს წოვათუშურის, როგორც საფრთხეში მყოფი ენის, შესწავლა. პროექტის ფარგლებში გამოიცა 9 მონოგრაფია, მომზადდა წოვათუშურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური ოთხენოვანი ლექსიკონის 2 ტომი და წოვათუშური ტექსტების 3 ტომი. არის არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ავტორი, ხელმძღვანელი და მენეჯერი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ფორუმში. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ე- პრეფიქსიანი ვნებითების მწკრივთა წარმოებისათვის საშუალ ქართულში", დაიცვა 1993 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზმნის უღლების სისტემა საშუალ ქართულში", დაიცვა 2005 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის საგანმანათლებლო კვლევითი ასოციაცია(AERA), წევრი (2015-)
  • ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაცია(AAUP), წევრი (2015-)
  • მეცნიერების წინსვლის ამერიკული ასოციაცია(AAAS), წევრი (2015-)
  • საერთაშორისო ეკონომიკური განვითარებისა და კვლევითი ცენტრი(IEDRC), წევრი (2014-)
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2007-2010)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - კარნეგის კორპორაციის (აშშ) სტიპენდია, კვლევის მენეჯმენტის მიმართულებით

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: