შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ზეინკლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი 1959 წელს. 1959–1965წწ. იყო თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი და ცენტრალური მცველი, უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 171 მატჩი (6 გოლი). სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1959), სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1962). 1964 წელს დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. გამოირჩეოდა შესაშური ფიზიკური მონაცემებით, შრომისუნარიანობით. კარიერის დასრულების შემდეგ იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მისი სახელობისაა სტადიონი მის მშობლიურ მხარეში, ბორჯომში. 1959 წ. და 1962 წ. გახსა სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.483; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.153 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |