შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხაი ზიჩი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზალა, უნგრეთის სამეფო. სწავლობდა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში, 1842 წლიდან მეცადინეობს ფერწერაში იტალიელ მხატვარ ი. მარასტონისთან, რომელმაც ბუდაპეშტში გახსნა სამხატვრო სასწავლებელი. 1843 წელს გადადის ვენაში, სადაც ფერწერას სწავლობს. 1847 წლიდან ცხოვრობს პეტერბურგში. 1858 წელს აირჩიეს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსად. 1859 წლიდან იყო საიმპერატორო კარის მხატვარი. 1874-1881წწ. ცხოვრობდა საზღვარგარეთ, 1881-1882წწ. ცხოვრობდა კავკასიაში, 1883-1906წწ. კვლავ საიმპერატორო კარის მხატვარია. 1881 წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა, სადაც მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებზე მუშაობა. სულ შექმნა 34 სურათი (შეუკვეთეს 14), "ვეფხისტყაოსნის" საგამომცემლო კომისიამ 27 სურათი შეარჩია. აღნიშნული ნამუშევრები (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში) მხატვარმა ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. ზიჩის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები თავის დროზე დიდი მხატვრული მოვლენა იყო. ზიჩიმ ქართული თემატიკის თემაზე კიდევ რამდენიმე ტილო შექმნა - "ქართველი ქალის პორტრეტი" (1874, კერძო კუთვნილება), "იკორთის მონასტერი" და სხვა.; 1888 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ზიჩი მეორედ ეწვია საქართველოს. ზიჩი 1906 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.483; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.119-120 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |