შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თავზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაზალეთი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. 1922 წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების, ფაკულტეტზე, მაგრამ მალე გადავიდა მოსკოვის პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ იქვე დარჩა და მუშაობდა დოცენტად. ამასთანავე ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ საქმიანობას. ქართული მწერლობისა და თეატრის საკითხებზე ბეჭდავდა სტატიებს რუსულ და ევროპულ ენებზეც. 1930 წელს გ. თავზიშვილი დაინიშნა თბილისის უნივერსიტეტის პრორექტორად სასწავლო ნაწილში, 1933–1938წწ. სათავეში ჩაუდგა პედაგოგიკის კვლევით ინსტიტუტს, ხოლო 1938–1958წწ. თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგეა. გიორგი თავზიშვილმა 70-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი მიუძღვნა პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიის საკითხებს. ამავე დროს იყო საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი და საუკეთესო მკვლევარი, ისტორიკოსი და კრიტიკოსი. მისი შრომის შედეგია იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, ილიას რჩეული პედაგოგიური თხზულებები, მონოგრაფიები ი. გოგებაშვილზე, ს. მგალობლიშვილზე, ეკ. გაბაშვილზე, ნ. ნაკაშიძეზე და სხვა. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.487 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |