The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თავზიშვილი

გიორგი თავზიშვილი
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1902
გარდაცვ. თარიღი:5 ოქტომბერი, 1963  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაზალეთი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.

1922 წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების, ფაკულტეტზე, მაგრამ მალე გადავიდა მოსკოვის პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ იქვე დარჩა და მუშაობდა დოცენტად. ამასთანავე ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ საქმიანობას. ქართული მწერლობისა და თეატრის საკითხებზე ბეჭდავდა სტატიებს რუსულ და ევროპულ ენებზეც.

1930 წელს გ. თავზიშვილი დაინიშნა თბილისის უნივერსიტეტის პრორექტორად სასწავლო ნაწილში, 1933–1938წწ. სათავეში ჩაუდგა პედაგოგიკის კვლევით ინსტიტუტს, ხოლო 1938–1958წწ. თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგეა. გიორგი თავზიშვილმა 70-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი მიუძღვნა პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიის საკითხებს. ამავე დროს იყო საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი და საუკეთესო მკვლევარი, ისტორიკოსი და კრიტიკოსი. მისი შრომის შედეგია იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, ილიას რჩეული პედაგოგიური თხზულებები, მონოგრაფიები ი. გოგებაშვილზე, ს. მგალობლიშვილზე, ეკ. გაბაშვილზე, ნ. ნაკაშიძეზე და სხვა. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.487

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: