The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ფაღავა

ირაკლი ფაღავა
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1918
გარდაცვ. თარიღი:1988  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1939 წელს.

1960 წლიდან ამავე ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე; 1954 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; 1958 წლიდა პროფესორი; 1959-1963წწ. რესპუბლიკის მთავარი პედიატრი; 1967-1978წწ. პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით, პირველად საბჭოთა კავშირში, დაადგინეს დედისა და ბავშვის სისხლის შეუთავსებლობის მნიშვნელობა ალერგიისადმი დისპოზიციაში; შემოიღო ტუბერკულოზური მენინგიტის სადიაგნოსტიკო სინჯი; შეისწავლა ალერგიულ დაავადებათა გავრცელება საქართველოში; განწყობის თეორიის საფუძველზე იკვლევდა სომატური დაავადებების გენეზში ფსიქოლოგიური ფაქტორების როლს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 241

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-)
  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1975-)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ხალხთმოსახლეობის (დემოგრაფიული) პრობლემათა შემსწავლელი საქართველოს სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (1984-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: