შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კალისტრატე ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ივანდიდი, ხონის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1932 წელს. 1935 წლიდან მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სილიკატების ტექნოლოგიის კათედრაზე; 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე კათედრის გამგე. სილიკატების დარგის სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ძირითადი შრომები ეხება სილიკატების ქიმიას. დამუშავებული აქვს ახალი ტიპის ცემენტის, კერამიკის, მინის, ნახევრად გამტარული და დიელექტრიკული მასალების ტექნოლოგია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 569; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.575 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |