The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კალისტრატე ქუთათელაძე

კალისტრატე ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1909
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1983  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ივანდიდი, ხონის რაიონი. 

დაამთავრა ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1932 წელს.

1935 წლიდან მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სილიკატების ტექნოლოგიის კათედრაზე; 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე კათედრის გამგე. სილიკატების დარგის სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ძირითადი შრომები ეხება სილიკატების ქიმიას. დამუშავებული აქვს ახალი ტიპის ცემენტის, კერამიკის, მინის, ნახევრად გამტარული და დიელექტრიკული მასალების ტექნოლოგია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 569; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.575

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: