შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი I (აღწეფელი)![]()
ბიოგრაფიააფხაზთა (დასავლეთ საქართველო) მეფე 861-868წწ., ლეონ II-ის ძე; გამეფებამდე მისი საუფლისწულო მამული იყო აღწეფი (აქედანაა ზედწოდება აღწეფელი); თავისი წინამორბედებივით ცდილობდა დაუფლებოდა ქართლს, რაც დროებით შეძლო კიდეც; მატიანე "ქართლისას" ცნობით - "გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი" და იქ ერისთავად თავისი ძმისშვილი, დემეტრე II-ის ვაჟი ბაგრატი დასვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.17
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |