Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი I (აღწეფელი)![]()
Biographyაფხაზთა (დასავლეთ საქართველო) მეფე 861-868წწ., ლეონ II-ის ძე; გამეფებამდე მისი საუფლისწულო მამული იყო აღწეფი (აქედანაა ზედწოდება აღწეფელი); თავისი წინამორბედებივით ცდილობდა დაუფლებოდა ქართლს, რაც დროებით შეძლო კიდეც; მატიანე "ქართლისას" ცნობით - "გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი" და იქ ერისთავად თავისი ძმისშვილი, დემეტრე II-ის ვაჟი ბაგრატი დასვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.17
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |