The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი I

Date of birth:13??
Date of death:1392
Category:Royalty

Biography

იმერეთის მეფე 1389-1392წწ. ბაგრატ I ერისთავის ძე; გიორგი I-ის გამეფების დროს იმერეთის, მ. შ. ქუთაისის, ზოგიერთი ციხესიმაგრე, ჯერ კიდევ საქართველოს მეფეს ბაგრატ V-სა და მის მემკვიდრეს გიორგის ეჭირათ; გურიის, ოდიშისა და სხვა მთავრებიც მათ მხარეზე იყვნენ და გიორგი I-ის მეფობას არ ცნობდნენ; გიორგი I-მა მოახერხა აღნიშნულ ციხესიმაგრეთა დაკავება; 1390 წელს გიორგი I-მა აფხაზთა კათოლიკოსად არსენი დასვა და ამით სასულიერო ფეოდალთა წრეშიც დასაყრდენი გაიჩინა; 1392 წელს ოდიშის მთავრის ვამეყ I დადიანის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა; თვითონაც ამ ბრძოლაში დაიღუპა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.17


Share: