The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ შარაძენიძე

თინათინ შარაძენიძე
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1983  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს.

ამავე წლიდან კითხულობდა ლექციებს ენათმეცნიერების შესავალსა და ზოგად ენათმეცნიერებაში; 1947-1953წწ. ასწავლიდა სვანურ ენას; 1942-1946წწ. კითხულობდა ქართული ენის კურსს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში; 1957 წლიდან იყო ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში; იყო თანამედროვე ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი და ლექსიკონის მეექვსე ტომის თანარედაქტორი; აქტიურად მუშაობდა ზოგადი ენათმეცნიერების თეორიისა და იბერიულ-კავკასიური ენების შესწავლის სფეროში; იყო თეორიული ენათმეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო სპეციალისტი. ავტორია ასზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის რვა წიგნისა ქართულ და რუსულ ენებზე. ზოგადენათმეცნიერული საკითხების კვლევისას ფართოდ იყენებდა და ეყრდნობოდა ქართული და ქართველური ენების მონაცემებს. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი გამოკვლევები სვანური ენის შესახებ. იგი იყო ამ ენის თვალსაჩინო მკვლევარი და სპეციალისტი. ფართო და მრავალმხრივი იყო მისი მეცნიერულ-ორგანიზატორული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 

წყარო: ice.ge; ენციკლოპედია: ქართული ენა. -თბ., 2008.- გვ.541

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1974-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის "საბჭოთა ენათმეცნიერების თეორიის" საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1968 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: