შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩხორია, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1934 წლამდე მუშაობდა ამავე ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიულ კლინიკაში; მეორე მსოფლიო ომის წლებში (1941-1945) ჰოსპიტლის წამყვანი ნეიროქირურგი იყო; 1946-1948წწ. განაგებდა მატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიულ განყოფილებას; 1948-1952წწ. კი კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ განყოფილებას; პარალელურად 1943 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კურსს, ხოლო 1949-1953წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1958-1960წწ. ხელმძღვანელობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროქირუგიულ განყოფილებას. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1945), პროფესორი(1947). ძირითადად შეისწავლიდა ცენტრალურ და პერიფერიული ნერვული სისტემის ქირურგიულ პათოლოგიას. ნეიროქირურგი, ნეიროქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 142 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |