The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ჩიქოვანი

კონსტანტინე ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:29 ივლისი, 1960  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ჩხორია, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს.

1934 წლამდე მუშაობდა ამავე ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიულ კლინიკაში; მეორე მსოფლიო ომის წლებში (1941-1945) ჰოსპიტლის წამყვანი ნეიროქირურგი იყო; 1946-1948წწ. განაგებდა მატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიულ განყოფილებას; 1948-1952წწ. კი კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ განყოფილებას; პარალელურად 1943 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კურსს, ხოლო 1949-1953წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1958-1960წწ. ხელმძღვანელობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროქირუგიულ განყოფილებას. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1945), პროფესორი(1947). ძირითადად შეისწავლიდა ცენტრალურ და პერიფერიული ნერვული სისტემის ქირურგიულ პათოლოგიას. ნეიროქირურგი, ნეიროქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 142

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1955-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: