Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო კოზმინსკაია-ჩიგოგიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა თბილისის II ქალთა გიმნაზია 1919 წელს, თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1923 წელს, მოსკოვის კონსერვატროია 1928 წელს(ვიოლონჩლო, ვიოლინო, კვარტეტის კლასი). 1925–1927წწ. იყო მოსკოვის თეატრ "МХАТ"–ის სტუდიის ორკესტრის მუსიკოსი; მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის("ГИТИС") საკონცერტო ორგანიზაციის სოლისტი; 1928–1929წწ. იყო აბასთუმანში მცირე სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი; 1919 წლიდან "გოსკინპრომის" საფორტეპიანო ტრიოს წევრი(ნ. კოზმინსკაია–ჩიგოგიძე – ვიოლონჩელო, ვ. ვილშაუ – ვიოლინო, ლ. ტრუსკოვსკი – ფორტეპიანო); 1930–1935წწ. თბილისის N3 მუსიკალური სკოლის, 1944 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(ვიოლონჩელო); 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა(ვიოლონჩელო); 1940 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული კლასის კონცერტმაისტერი; 1928–1948წწ. თბილისის რადიოკომიტეტის ორკესტრის კონცერტმაისტერი და სტუდიის ტრიოს სოლისტი, საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1928–1937წწ. შ. რუსთაველის სახელობის თეატრის ორკესტრის კონცერტმაისტერი; 1948–1960წწ. საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის სოლისტი, 1940–1944წწ. სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი; 1940–1948წწ. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სოლისტი და სხვადასხვა ანსამბლის წევრი; 1938–1939წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული ანსამბლის, 1939–1942წწ. ვიოლონჩელოს პედაგოგი, 1944–1977წწ. კამერული ანსამბლისა და კვარტეტის კათედრის პედაგოგი, 1946–1949წწ. კათედრის გამგე, 1974 წლიდან პროფესორი; 1963–1983წწ. იყო თელავის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(კამერული ანსამბლი); მოწაფეები: თ. გაბარაშვილი, ო. ჩუბინიშვილი, ო. პაპიტაშვილი; ქართული რეპერტუარი: მრავალი ქართული კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოების პირველი შემსრულებელი: გაბიჩვაძე, გუდიაშვილი, ჩიმაკაძე, ლაღიძე, ექსანიშვილი, ა. შავერზაშვილი, ბ. ნერსესოვი, შ. და ო. თაქთაქიშვილები, ქ. თუმანიშვილი; ვიოლონჩელისტი, ანსამბლისტი; კომპოზიტორის, მუსიკისმცოდნე და პოლიფონისტის ნ. ჩიგოგიძის მეუღლე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 263 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |