The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე კოკოლია

ივანე კოკოლია
Date of birth:18 February, 1931
Date of death:16 September, 2003  (at 72 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს(ვოკალური).

1961 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ბარიტონი); საქართველოს ფილარმონიისა და საქართველოს სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: მეფე–გიორგი(შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), თავადი ლევანი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), კაზაკი(კ. მეღვინეთუხუცესი "დავით გურამიშვილი"), მეტყევე(გოკიელი "წითელქუდა"), მსახიობი(ა. ბალანჩივაძე "ოქროს ქორწილი"), ფარნა(ი. გეჯაძე "განთიადი"), ორბელიანი(დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), მგელი(ნ. მამისაშვილი "ბაქია–ბაჭია"), აგრონომი(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), გიორგი(ო. თაქთაქიშვილი "სამი ნოველა"), ოსმან–აღა(ლ. ფალიაშვილი "იავნანამ რა ჰქმნა"); სხვა რეპერტუარი: ვალენტინი(გუნო "ფაუსტი"), ალფიო ტონიო(ლეონკავალო "სოფლის პატიოსნება", "ჯამბაზები"), გრაფი ტელრამუნდი(ვაგნერი "ლოენგრინი"), მორალესი, დანკაირო(ბიზე "კარმენი"), მალატესტა(დონიცეტი "დონ პასკუალე"), მარსელი, ჯანი სკიკი, სკარპია, შარპლესი(პუჩინი "ბოჰემა", "ჯანი სკიკი", "ტოსკა", "ჩიო–ჩიო–სანი"), რობერტი, ტომსკი, მილოვზორი(ჩაიკოვსკი "იოლანტა", "პიკის ქალი"), შჩელკალოვი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ჰერცოგი(რახმანინოვი "ძუნწი რაინდი"), ოსტაპი(ლისენკო "ტარას ბულბა"), გერმანელი ოფიცერი(პროკოფიევი "სემიონ კოტკო"); გასტროლები: პოლონეთი, ავსტრალია.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 263; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.104; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 115

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: