შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სვეტლანა კორსანტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1958 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს(საფორტეპიანო). 1965 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვ. შიუკაშვილის ასისტენტი, 1967 წლიდან პედაგოგი; 1964–1974წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1980 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(ფორტეპიანო); 2013 წლიდან თბილისის მუსიკალური სემინარიის პედაგოგი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 2013 წლიდან დამსახურებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები: ა. შავგულიძე, ქ. სეფაშვილი, თ. ჩიტაძე, ნ. ჭოხონელიძე, ნ. ბაქრაძე, გ. ნამგალაძე, გ. აროშვილი; ქართული რეპერტუარი: მაჭავარიანი "ხორუმი", "ბაზალეთის ტბა", ო. თაქთაქიშვილი "პოემა"; სხვა რეპერტუარი: კონცერტები – ბეთჰოვენი N3, ბრამსი N1, ჩაიკოვსკი N1; პიანისტ ალექსანდრე კორსანტიას დედა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 269
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |