The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგოლა თალაკვაძე

გიგოლა თალაკვაძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ თალაკვაძე
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1914
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 2001  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 1942-იდან ოზურგეთის (1942–1943 და 1946–1949), ზესტაფონის (1943–1945), თბილისის მოზარდ მაყურებელთა (1949–1952) და სანკულტურის (1952–1963) თეატრებში, ხოლო 1963-იდან შოთა რუსთაველის სახელობის სა­ხელმწიფო აკად. თეატრის მსახიობი იყო; უპირატესად სახასიათო როლებს ასრულებდა; მის მიერ შექმნილ სცენურ სახეებს ახასიათებს მკაფიო ინდივიდუალობა, ბუნებრიობა, სიმართლე და ორიგინალობა. გამორჩეული როლები: პეტუა (ა. ცაგარლის "ციმბირელი"), იერემია წარბა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ფაშა ეფენდი (ვ. გუნიას "და-ძმა"), ონისე (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ოსმან-აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), თავადი კოწია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), იოველი (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"), მწყემსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), სპირიდონი (ნ. აზიანის "უკანასკნელი მასკარადი"), ნოე (ნ. წულეისკირის და გ. გეგეჭკორის "ძველი სამრეკლო"), ბერდია (კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია"); გ. თალაკვაძე წარმატებით მოღვაწეობდა კინოშიც. კინოროლებიდან აღსანიშნავია სრულიად განსხვავებული ხასიათის სახეები: ილო ("რაც მოგივა დავითაო", 1959), სოლომან მორბელაძე ("კარდაკარ", 1960, დ. კლდია­შვილის მიხედვით), ზოსიმე ("ბურთი და მოედანი", 1961), თეოფილე ("ჭიაკოკონა", 1961), კოწია ("მე ვხედავ მზეს", 1965), ილარიონი ("შეხვედრა წარსულთან", 1966), ილიკო პერტია ("დათა თუთაშხია", 1978), კოწია ("გამოაღეთ ფანჯრები", 1981), მიტო ("დღეს ღამე უთენებია", 1983), გოკიელი ("ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა", 1984) და სხვ. მონაწილეობდა რადიო და ტელედადგმებში. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.489; საქართველო : ენციკლოპედია : georgianencyclopedia.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.348

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: