Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ თარხან-მოურავი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1954 წელს. იყო დ. კაკაბაძისა და ს. ქობულაძის მოწაფე. გამოფენებში მონაწილეობდა 1955 წლიდან. მისი გრაფიკული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დინამიზმი, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა. აღსანიშნავია ლინოგრავიურების სერიები: "ქართული ხალხური ცეკვები" (1957), "ქართული ხალხური სიმღერები"(1959), "ქართული ხალხური თამაშობანი" (1960), სადაც ნახატის საშუალებით გადმოცემულია ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი განწყობილება და ხასიათი (ყველა შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი). წარმატებით მუშაობდა ფერწერაში; მასვე ეკუთვნის ნ. გილიენის ლექსების ილუსტრაცია (1961) და სხვა. მოხატა ყვარლის ღვინის სარდაფის სადეგუსტაციო დარბაზი. 1964 წელს გამოსცა ალბომი "ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, თამაშობანი ნახატებში". გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.492 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |