The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ თარხნიშვილი

თამარ თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1912
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 2007  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ფორტეპიანოს კლასი).

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1938 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. როლები: რუქაია (ა. სუმბათაშვილი-იუჟინის "ღალატი"), კლარიჩე (კ. გოლდონის "ორი" ბატონის მსახური"), მარტინა )ფ. დიუმანუარისა და ა დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), იოკასტე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ნინო (ვ. კანდელაკის "ქართლისჩირაღდნები"), მანანა ორბელიანი (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი"), მადამ პიოჩემი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), ნუცა (. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), ელისაბედი (თ. ჭილაძის "მოულოდნელი სტუმარი"), მარია ხოსეკა (ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), ბებია (გ. ფანჯიკიძის "მეშვიდე ცა"), ბანოვანი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), ცირა (თ. მეტრეველის "შეშლილი, შეშლილი ახალი წელი") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: ხარება და გოგია (1987), მე დავბრუნდები (1982).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.492; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.477-478

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: