შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტორ კონტრიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი. კონტრიძეები გურიაში სამღვდელო გვარის შვილებად იყვნენ ცნობილი; ნესტორ კონტრიძე მელქისედეკ ნაკაშიძესთან ერთად ბავშვობაში იმ ცხრა ყმაწვილს შორის აღმოჩნდა, ვინც ბერმა ბენედიქტე ბარკალაიამ საეკლესიო გალობის შესასწავლად ათონის მთაზე გაგზავნა; 1878 წელს ნესტორი მელქისედეკ ნაკაშიძესთან, მაქსიმე ჩხატარაშვილთან, ივანე ხავთასთან ერთად შედიოდა იმ ჯგუფში, რომელიც თბილისში გურიიდან მიიწვიეს ძველ საგალობელთა ნოტებზე ჩასაწერად; ჯგუფმა ანჩისხატის ტაძარში იგალობა, მეორე დღეს კი – ორბელიანთა ეკლესიაში; იგი, 1878 წლის ოქტომბრიდან 1882 წლის დეკემბრამდე ანჩისხატის ეკლესიაში თბილისის ეკლესიებისთვის ამზადებდა მედავითნეებსა და საეკლესიო გალობის მასწავლებლებს; 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძესთან ერთად ეხმარებოდა ფილიმონ ქორიძეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანაში; 1882–1883წწ. ასწავლიდა საეკლესიო გალობას თბილისის რეალურ სასწავლებელში, 1885–1889წწ. თბილისის სასულიერო სემინარიაში; მოგვიანებით, ცოლ–შვილის გარდაცვალების შემდეგ, საცხოვრებლად გადავიდა ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ახლომდებარე სენაკში; 1889 წლის 28 მარტს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ამავე წლის 23 აპრილს კი მღვდლად და გამწესებულ იქნა ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში; ამავე წლის 27 სექტემბერს აირჩიეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლების მმართველობის დეპუტატად, ამავე თანამდებობაზე განმეორებით აირჩიეს 1894 წელს 1911 წლამდე; მან მოუარა და შეინახა XI საუკუნის ლიხაურის სახარება, რომელიც 1912 წელს შეიქმნა; 1924 წელს ლიხაურის ეკლესია დაარბიეს და გაძარცვეს; ის იძულებული გახდა საკუთარ სახლში დაბრუნებულიყო; 1932 წელს სოფლის ცენტრში მჯდარს, როგორც მღვდელს, კომკავშირელმა მეგრელაძემ თავში მათრახი დაჰკრა, თავგატეხილი მღვდელი ძმის, ანტონის ოჯახში მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა; დაკრძალეს ტაძრის ეზოში, საფლავს წარწერა არ აქვს; იმავე წელს გარდაიცვალნენ მომღერლები სამუელ ჩავლეიშვილი და გიორგი ბაბილოძე; ამასთან დაკავშირებით არტემ ერქომაიშვილმა შექმნა სიმღერა "დავკარგეთ სამი მომლხენი"; ნესტორ კონტრიძე ავტორია სიმღერებისა: "აჭისწყალი ანკარაო", "ოთხი ნანა"; მგალობელი, ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 268; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 164
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |