The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი თაყაიშვილი

დიმიტრი თაყაიშვილი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1919
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 1998  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი 1938 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულატეტი 1944 წელს.

1944-1945წწ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინებული იყო მოსკოვის ფერწერის ინსტიტუტის დეკორატიულ სახელოსნოში პროფ. მ. ბობიშევთან; 1945 წლიდან მოსკოვის მოძრავი მუსიკალური თეატრის მთავარი მხატვარი; 1946-1947წწ. მოსკოვის საოლქო მუსიკალური თატრის დამდგმელი მხატვარი; 1947-1948წწ. ქ. ნოგინსკის საოლქო დრამატული თეატრის მხატვარი; 1949-1951წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი მხატვარი; 1952-1957წწ. ქუთაისის თეატრის მთავარი მხატვარი; 1955 წელს დააარსა ქუთაისის სამხატვრო სკოლა; 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კინოსა და ტელევიზიის სახელოსნოს; 1985 წლიდან ფერწერის ფაკულტეტის პროფესორი. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "განაჩენი"(1959), "ერთი ცის ქვეშ"(1961), "თეთრი ქარავანი"(1963), "მე ვხედავ მზეს"(1965), "ჯვარცმული კუნძული"(1968), "მხიარული რომანი"(1972), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ"(1975), "პირველი მერცხალი"(1975), "ნისლა"(1996) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "იყო შაშვი მგალობელი"(1970), "როცა აყვავდა ნუში"(თორნიკე), 1972), "მოხეტიალე რაინდები"(რედაქტორი, 1975), "აურზაური სალხინეთში"(ესტატე, 1975).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, გამგეობის მდივანი (1976-1986)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: