The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულიკო კოროშინაძე

სულიკო კოროშინაძე
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 2011  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი იყვნენ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებმაც შემდგომში ახალი მიმართულება მისცეს ქართულ საესტრადო ხელოვნებას. ესენი არიან: ზ. რცხილაძე, ზ. ხელაია, ზ. გემაზაშვილი, ა. ცირეკიძე, ზ. შოშიტაიშვილი. აქ შექმნილი სიმღერების ავტორი – ზ. ხელაია და მისი სიმღერები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ესენია: "ვდგავარ ჭადართან" (ტექსტი ზ. გემაზაშვილი), "ვარდებსა და გვირილებში" (ტექსტი ნ. დუმბაძე), "ჭიამაია", "დაჯექ–დაჯექ პეპელა" (ტექსტი ზ. ხელაია), ყველა ამ სიმღერას ასრულებდა სულიკო კოროშინაძე. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ეს ახალგაზრდები საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელმა, გ. გაბესკირიამ მიიწვია და ჯგუფი მალე კვარტეტად ჩამოყალიბდა. 1960 წელს შეიქმნა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი "რერო", რომლის უცვლელი მომღერალი იყო სულიკო კოროშინაძე. საქართველოში პირველი ვოკალური კვარტეტი წარმატებული კონცერტებით გამოდიოდა მოსკოვში, ლენინგრადში, კიევსა და სხვა ბევრ ქალაქში. "რეროსთან" თანამშრომლობდნენ ცნობილი ქართველი კომპოზიტორები: დ. თორაძე, ა. კერესელიძე, რ. ლაღიძე, შ. მილორავა, გ. ცაბაძე და სხვები, რომლებიც სპეციალურად წერდნენ სიმღერებს კოროშინაძისთვის, ასე შეიქმნა სიმღერები: "ჩემო კარგო ქვეყანავ", "საქართველო", "გულო ჩემო", "შავთვალა გოგონა", "სიჩუმე", "მე თბილისელი ბიჭი ვარ", "თბილისი ადრე იღვიძებს", "ბიჭიკოს სიმღერა", "მგზავრული" და სხვა. აღსანიშნავია ნ. აბესაძესთან ერთად შესრულებული კ. პევზნერის "საგაზაფხულო სიმღერა" და ლ. იაშვილის "სიმღერა ბათუმზე". 1975 წელს მიიწვიეს საქართველოს ფილარმონიასთან არსებულ ანსამბლ "დოლურში". 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის საესტრადო და II მუსიკალურ სასწავლებლებში. წარმატებული გასტროლები ჰქონდა: პარიზში (1966, საკონცერტო დარბაზი "ოლიმპია"), ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთსა და  აფრიკის ქვეყნებში. საესტრადო მომღერალი. 2015 წლის 16 ივნისს დიდუბის რაიონში, დიდუბის V შესახვევს მიენიჭა სულიკო კოროშინაძის სახელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 269; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.441; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.114; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 176

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: