The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულიკო კოროშინაძე

სულიკო კოროშინაძე
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 2011  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1956 წელს(გეოგრაფია–გეოლოგია).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი იყვნენ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებმაც შემდგომში ახალი მიმართულება მისცეს ქართულ საესტრადო ხელოვნებას; ესენი არიან: ზ. რცხილაძე, ზ. ხელაია, ზ. გემაზაშვილი, ა. ცირეკიძე, ზ. შოშიტაიშვილი; აქ შექმნილი სიმღერების ავტორი – ზ. ხელაია დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგალითად: "ვდგევარ ჭადართან"(ლექსი ზ. გემაზაშვილი), "ვარდებსა და გვირილებში"(ლექსი ნ. დუმბაძე), "ჭიამაია", "დაჯექ–დაჯექ პეპელა"(ლექსი ზ. ხელაია), სიმღერებს ასრულებდა სულიკო კოროშინაძე; ეს ახალგაზრდები საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელმა, გ. გაბესკირიამ მიიწვია და ჯგუფი მალე კვარტეტად ჩამოყალიბდა; 1960 წელს შეიქმნა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი "რერო", რომლის უცვლელი წევრი იყო სულიკო კოროშინაძე; 1975 წელს მიიწვიეს საქართველოს ფილარმონიასთან არსებულ ანსამბლ "დოლურში"; პოპულარული იყო კოროშინაძის და ნ. აბესაძის დუეტი; 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის საესტრადო და II მუსიკალურ სასწავლებლებში; რეპერტუარი: ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები; გასტროლები: პარიზი(1966, საკონცერტო დარბაზი "ოლიმპია"), სსრკ, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი, აფრიკის ქვეყნები; საესტრადო მომღერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 269; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.441

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: