The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილიკო თაყაიშვილი

ილიკო თაყაიშვილი
ოფიციალური სახელი:ილია თაყაიშვილი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 2015  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია 1938 წელს; 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.  

მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებში; 1945 წლიდან ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის შემადგენლობაშია. ამ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენელია. თაყაიშვილი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული ოსტატობით, ინტელიგენტური მანერებით, დახვეწილი იუმორით, გააზრებული ქმედებით, გარდასახვის უნარით, ტემპერამენტით. ცეკვავდა ანსამბლის თითქმის მთელი რეპერტუარის წამყვან პარტიებს. მან ანსამბლთან ერთად ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ცეკვის პარალელურად მუშაობდა ანსამბლის ექიმად. იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე, ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1953).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.493

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: