The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სესილია თაყაიშვილი

სესილია თაყაიშვილი
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:21 მაისი, 1984  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სათეატრო ინსტიტუტი 1926 წელს.

სათეატრო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე იმუშავა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატმა(თ. ვახვახიშვილის პანტომიმა "მზეთამზე"). 1930–1966წწ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა; განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე(შ. დადიანი "ნინოშვილის გურია"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ოლღა(ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"), სიუზონი (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), კატარინა(შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (შილერის "მარია სტიუარტი") და სხვა. ს. თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.  1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას ("ჭირვეული მეზობლები" 1949), ვასასის ("ჩვენი ეზო" 1956), ელპიტეს ("საბუდარელი ჭაბუკი" 1956), ოლღას ("მე ბებია ილიკო და ილარიონი", 1962), ბორდოხანის ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მარადიას ("ნატვრის ხე, 1977), ასინეთას ("დათა თუთაშხია") და სხვა როლები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ. 494; ეროვნული ფილმოგრაფია : geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1983 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1966 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: