Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სპარტაკ კორკოტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1955 წელს დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. მე-2 მუსიკალური სასწავლებელი და შედის ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩელოს კლასში, (პედ. პროფ. გ. ბარნაბიშილი). კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში იგი ასრულებდა ჩელოს ჯგუფის კონცერმაისტერის მოადგილის მოვალეობას საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობის კომიტეტის (ახლანდელი კორპორაციის) სიმფონიურ ორკესტრში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. კილაძე. 1963 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახ. კონსერვატორიაში, სადირიჟორო განყოფილებაზე (პროფ. ნ. რაბინოვიჩის კლასი). სწავლის პერიოდში იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის მცირე აკადემიური თეატრის სტაჟიორი (ხელმძღვანელი დირიჟორი ი. თემირკანოვი), სადაც დირიჟორობდა ოპერებს: გ. დონიცეტის "სიყვარულის ნექტარი", მ. კოვალეს საბავშვო ოპერა "მგელი და შვიდი თხა", დ. ობერის "შავი დომინო" და ვ. მოცარტის "ფიგაროს ქორწინება". სამშობლოში დაბრუნებისთანავე, 1965 წელს სადებიუტოდ შეარჩია: ჟ. ბიზეს "კარმენი", ი. ბრამსის მე-4 სიმფონია, ი. სიბელიუსის კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, რ. ვაგნერის უვერტიურა "რიენტი". 1969–1976 წლებში მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად (საოპერო მომზადების კათედრა) და საქტელერადიოს სიმფონიური ორკესტრისა და თბილისის მუსკომედიის თეატრის დირიჟორად. ერთხანს მუშაობდა თბილისის მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგად (საოპერო კლასის დირიჟორი). მრავალი ქართველი კომპოზიტორის საორკესტრო, სიმფონიური, საკონცერტო ნაწარმოების პირველი შემსრულებელი, მათ შორის, სიმფონიების: გუდიაშვილის N3, ნ. მამისაშვილის სურათი "ყინულის ობელისკი", საზეიმო უვერტიურა, "მომღერალი ხეობა", შ. მშველიძის "ვეფხი და მოყმე", N6 "შატილიონი", კ. როსებაშვილის "სამი ეპიგრაფი", ა. ჩიჩბას სიმფონიური პოემა ''აბრსკილ", მ. დიაკვნიშვილის "ლირიკული სიუიტა", ა. ბასკაკოვის "ყამირი", ზ. ხაბალოვას "სამი სიმფონიური სურათი", გ. ბზვანელის "ხსოვნა გულისა". ს. კორკოტაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მიერ ჩატარებულ პლენუმებში, ყრილობებში, ფესტივალებსა და გასვლით კონცერტებში. მის პროგრამაში იყო: შ. შველიძის, ა. ბალანჩივაძის, ა. მაჭავარიანის, ა. ჩიმაკაძის, ს. ცინცაძის, ნ. მამისაშვილის, ვ. აზარაშვილის, ნ. გუდიაშვილის, ვ. ჭულუხაძის, რ. თოხაძისა და სხვათა ნაწარმოებები. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 268; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.48
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |