შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტატიანა კოჩიევა-ნეპომნიაშჩაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კაუნასი, ლიტვა. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია 1977 წელს(საკომპოზიციო, მუსიკისმცოდნეობა). 1979 წლიდან იყო ქ. ცხინვალის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(მუსიკალური ლიტერატურა, მუსიკის თეორია); თხზულებები: სავიოლინო კონცერტი(1976), სიმფონიური პოემა(1977, პირველი შესრულება ლენინგრადში 1977), კამერულ–ინსტრუმენტული, კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები, საესტრადო სიმღერები; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი; ავტორია საჟურნალო წერილების; საქართველოში მცხოვრები რუსი კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე–ისტორიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "Позднее творчество Яначека", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 270
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |