The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ სალაძე

დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1985  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

1924 წელს შევიდა კომკავშირის რიგებში; 1932 წლამდე ფიზიკურ შრომას ეწეოდა; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გამოიჩინა თავი, როგორც სტახანოვური შრომის ოსტატმა; 1937 წელს დაინიშნა თბილისის ავტოსარემონტო ქარხნის დირექტორად; 1939 წლიდან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგიელდ მუშაობდა; 1942–1948წწ. იყო თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის N31 საავიაციო ქარხნის დირექტორი, 1948 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრათა საბჭოსთან არსებული გზათა მთავარი სამმართველოს უფროსია; 1936 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 15 წლისთავთან დაკავსირებით, როგორც სტახანოვური მოძრაობის ერთ-ერთი ინიციატორი, იყო მონაწილე ქართველი ხალხის დელეგაციისა, რომელიც კრემლში სტალინმა მიიღო. არჩეული იყო სსრკ და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.495

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო კომუნისტური პარტია(ბ), წევრი (1931-1985)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • კუტუზოვის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: