შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაკობ ხვედელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქრისტესი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტი, კომანდელის თემი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1936 წელს. 1929–1931წწ. ქ. ნიჟნე-დნეპროვსკის კ. ლიბკნეხთის სახელობის ქარხანა, ტექნიკოს-მექანიკოსი; 1931 წლიდან ქ. თბილისის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხანა; 1937 წლიდან თბილისის კიროვის სახელობის დაზგათსამშენებელი ქარხანა, ოსტატი; 1943 წლიდან მთავარი ინჟინერი; 1944 წლიდან ამავე ქარხნის დირექტორი; 1948-1978წწ. 30 წლის განმავლობაში თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის N31 საავიაციო ქარხნის დირექტორი; 1946–1978წწ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და არაერთი გამოგონების ავტორი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.495; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.168-169 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |