The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა კუბლაშვილი

ვაჟა კუბლაშვილი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:17 ივლისი, 2004  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღვანკითი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1958 წელს, პარალელურად მუსიკალური სასწავლებელი 1958 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(ვოკალური).

1968–2004წწ. იყო ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი(ტენორი); ქართული რეპერტუარი: აბესალომი, თანდარუხი, მალხაზი, გურამი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), ნიკო, მასხარა(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), მინდია(ო. თაქთაქიშვილი "მინდია", შეასრულა 100–ჯერ), კოტე(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ზაქრო, მეურმე(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"), ბაში–აჩუკი, ბერუჩა(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი", II რედაქცია "ბერუჩა"), არსაკიძე(შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), თავადი ერისთავი(დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), ბერდო(რ. ლაღიძე "ლელა"), ორფეოსი(ბ. კვერნაძე "მედეა"); 2003 წელს გაიხსნა ვაჟა კუბლაშდვილის ვარსკვლავი ქ. ქუთაისის ოპერის წინ; მომღერალ რ. კუბლაშვილის მამა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 272; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.219

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1995 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: