The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ კუბლაშვილი

რამაზ კუბლაშვილი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღვანკითი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1974 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1979 წელს (ვოკალური).

1979 წლიდან იყო ქ. ქუთაისის ოპერის თეატერის წამყვანი სოლისტი (ტენორი); 1986–1987წწ. მოსკოვის დიდი თეატრის სტაჟიორი, პარალელურად ქუთაისის ვოკალური ანსამბლის (ხელმძღვანელი ჯ. ჭკუასელი) სოლისტი; 1989 წლიდან ქუთაისის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი (ვოკალი), 2009 წლიდან პროფესორი; ქართული რეპერტუარი: აბესალომი, მალხაზი, გარამი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), კოტე (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), არსაკიძე (შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), მინდია, ერთაოზი (ო. თაქთაქიშვილი "მინდია", "პირველი სიყვარული"), პუშკინი (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), ზაქრო, მეურმე (ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"), ბერდო (რ. ლაღიძე "ლელა"); სხვა რეპერტუარი: ალფრედი, ჰერცოგი(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ტურიდუ (მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ედგარი(დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური"), ფლორესტანი(ბეთჰოვენი "ფიდელიო"), ლენსკი, ვოდემონი(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"); მომღერალ ვ. კუბლაშვილის ვაჟიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 272; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: