The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე თბილელი

მარინე თბილელი
ოფიციალური სახელი:მარინე დობროვსკაია
სხვა სახელი:თბილელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 2002  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1940 წელს.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში; 1946 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი იყო; 1974 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. გამოირჩევა ჭეშმარიტი არტისტიზმით, სცენური მომხიბლელობით, მუსიკალურობით, პლასტიკურობითა და გარდასახვის უნარით; როლები: თეკლა ბატონიშვილი (ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები"), ფლორელა (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი") ლარისა (ნ. ოსტროვსკის "უმზითვო"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), კეკელა ("ძველი ვოდევილები"), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანის?!" მიხედვით), ნათელა (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), მილენინა (ა. გელოვანის "დასაწყისი"), იორკის მთავრის მეუღლე (უ. შექსპირის "რიჩარდ III" და სხვ. 1955 წლიდან მოღვაწეობს კინოში. დაუვიწყარია მისი ბუბუსია ("აბეზარა", 1955), ფატმანი ("ბაში-აჩუკი", 1956), მართა ("ქალის ტვირთი", 1957), ანა ("თხუნელა", 1962), ალისა ("თოჯინები იცინიან", 1963), თაშნაური ("ჩირიკი და ჩიკოტელა", 1972),  სკოლის დირექტორი ("როცა აყვავდა ნუში", 1972) და სხვ.; საინტერესო სახეები შექმნა სომხურ ფილმებში: როზალია ("პატიოსნებისათვის, 1955, ერევნის კინოსტუდია), გოჰარი ("დედის გული", 1958), ზარუი ("თორმეტი თანამგზავრი", 1962) და სხვ. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. ცნობილი რეჟისორის აკაკი დვალიშვილის მეუღლე, მსახიობ ბაია დვალიშვილის დედა. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.497; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.gefuntime.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.217

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ქართულ კინოში მრავალფეროვანი სახეების ოსტატურად შექმნისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1966 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: