The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სარგის ცაიშვილი

სარგის ცაიშვილი
Date of birth:20 December, 1929
Date of death:18 May, 1992  (at 62 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Critic, Literary scholar, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1966 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1964 წლიდან ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1986 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გემგე. მისი კვლევის ობიექტი იყო ქართული მწერლობა, რუსთველოლოგია, მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა ქართულ ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიას. აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორიაზე, მონოგრაფიები შოთა რუსთაველზე, დავით გურამიშვილსა და ბესიკზე. ავტორია წერილებისა და ესეისტური ნარკვევებისა თანამედროვე ქართულ მწერლებზე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1968), პროფესორი. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის სპორტულ ცხოვრებაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 184.

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-)
  • საქართველოს სსრ მთასვლელთა ფედერაცია, თავმჯდომარე (1983-)

Awards and Honors

  • 1989 - კორნელი კეკელიძის სახელობის პრემია
  • 1977 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • 1955 - სსრკ სპორტის ოსტატი

Bibliography


Share: