შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო კუკულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (ფერწერა – ე. ლანსერეს კლასი; თეატრ.-დეკორ. ხელოვნება – დ. კაკაბაძის კლასი) 1931 წელს. 1934–1941წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის მხატვარი; 1946–1951წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი, 1947–1975წწ. მთავარი მხატვარი; სპექტაკლებს აფორმებდა სხვა თეატრებშიც; ქართული სპექტაკლები, ოპერები: მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი", ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი", დ. თორაძე "მთების ძახილი" (1948, ი. ასკურავასთან ერთად), დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", ა. ანდრიაშვილი "ლაშქარა", ა. ბალანჩივაძე "მზია", ა. კერესელიძე "ბერუჩა" (1956, მხატვარ შ. ჩიქოვანთან ერთად), ი. გეჯაძე "განთიადი" (1961), შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", "დიდოსტატის მარჯვენა" (1961, ი. სუმბათაშვილთან ერთად), ა. შავერზაშვილი "ახალი ნაპირისკენ"; სხვა მუსიკალური სპექტაკლები, ოპერები: რახმანინოვი "ალეკო", დელიბი "ლაკმე", ვერდი "რიგოლეტო", "ტრუბადური"(1948), "აიდა", "ტრავიატა", "ოტელო", "ერნანი", პუჩინი "ტოსკა" (1948, ი. კარსლიანთან ერთად), ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი", "ორლეანელი ქალწული", "მაზეპა" (1949), მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი", როსინი "სევილიელი დალაქი" (1950), ლეონკავალო "ჯამბაზები", დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური", ბიზე "კარმენი; ბალეტები: ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "შჩელკუნჩიკი", "მძინარე მზეთუნახავი", გლიერი "წითელი ყაყაჩო" (1950), რაველი "ბოლერო", დეფალია "ცეცხლის ცეკვა", მინკუსი "დონ კიხოტი"; 2016 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 105-ე წლისთავს მიეძღვნა. თეატრის მხატვარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 273; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.222; artpalace.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |