The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბართლომე კუხიანიძე

ბართლომე კუხიანიძე
Date of birth:1878
Date of death:1957  (at 79 years)
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მესხეთი, ქუთაისის რაიონი.

დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი 1889 წელს.

სასულიერო სასწვლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საკათედრო ტაძრის ლოტბარად; 1926 წელს ჩამოაყალიბა პირველი ოთხხმიანი გუნდი რკინიგზის დეპოს მუშა–მოსამსახურეთაგან, ამავე წელს მშენებელთა პროფკავშირის გუნდი; 1927 წელს ორივე გუნდი წარმატებით გამოდიოდა ქ. ქუთაისში ჩატარებულ საქართველოს ოლიმპიადაზე, 1929 წელს კი სრულიად საქართველოს მომღერალთა ოლიმპიადაზე თბილისში; 1934 წელ დააარსა აკადემიური გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ბ. და მ. კუხიანიძეები; 1936 წელს გუნდი სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდად გადაკეთდა, სადაც მოღვაწეობდა მხოლოდ ბ. კუხიანიძე; გუნდმა უდიდესი წარმატება მოიპოვა საკავშირო დათვალიერებაზე(1945, მოსკოვი); ქუთაისის სობოროს საკათედრო ტაძრის პროტოდიაკონის, მოწამისა და წმინდანის ბესარიონ კუხიანიძის ძმა; ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 274



Share: