The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ იოსელიანი

დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:2000  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1946 წელს.

1946 წლიდან იყო გაზეთ ლელოს პასუხისმგებელი მდივანი; 1958 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ "თბილისში", იყო პასუხისმგებელი მდივანი, რედაქტორის მოადგილე, 1981–1985წწ. რედაქტორი. 1989 წელს რედაქტორობდა ჟურნალ "კვალს" და 1992 წელს გაზეთ "სოფლის ცხოვრებას". 1994 წლიდან გაზეთ "ბანკ +"–ის პ/მგ რედაქტორია.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.499; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.213

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: