შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ძიძარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის ისტორიის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის სახელმწიფო ინსტიტუტი 1939 წელს. ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო აფხაზეთის დ. გულიას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1953-1957წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1966 წლიდან დირექტორი; 1939 წლიდან კითხულობდა ლექციებს სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1957-1966წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რექტორი; ამავე პერიოდში კითხულობდა აფხაზეთის ისტორიის ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1979 წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ კითხულობდა XIX-XX სს. აფხაზეთის ისტორიის ლექციების კურსს; ხელმძღვანელობდა სსრკ ისტორიის კათედრის ფილიალს. ძირითადად იკვლევდა აფხაზეთის, აგრეთვე საქართველოსა და კავკასიის XIX-XX სს. ისტორიას. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1958), სსრკ ისტორიის კათედრის პროფესორი (1960). 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 23 წიგნი და ბროშურა. აფხაზი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 277 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |